ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

magnetic transition მაგნიტური გადასვლა
A transition between disordered and ordered arrays of atomic magnetic moments. Where the ordered phase has a net spontaneous magnetization, MS, the magnetic-ordering temperature is called a Curie temperature, TC; where the net spontaneous magnetization of the ordered phase remains zero, the ordering temperature is called a Néel temperature, TN,. The temperature at which the two ferromagnetic subarrays of a ferrimagnet just cancel each other is called the compensation point. Materials exhibit ferromagnetic behaviour when unpaired electron spins are aligned in parallel, antiferromagnetic behaviour when the alignment is antiparallel, and ferrimagnetic behaviour if the alignment of the spins is antiparallel with unequal numbers in the two orientations or if the spins are canted. Therefore, ferromagnetic, ferrimagnetic and weak ferromagnetic transitions involve a net magnetic moment change, whereas antiferromagnetic transitions have zero net magnetic moment change. ატომური მაგნიტური მომენტების გადასვლა მოუწესრიგებელ და მოწესრიგებულ მასივებს შორის. თუ მოწესრიგებულ ფაზას აქვს სპონტანური დამაგნიტება, MS, მაგნიტური მოწესრიგების ტემპერატურას ეწოდება კიურის ტემპერატურა, TC; თუ მოწესრიგებული ფაზის სპონტანური დამაგნიტება ნულის ტოლია, მოწესრიგების ტემპერატურას ეწოდება ნეელის ტემპერატურა, TN. ტემპერატურას, რომელზეც ფერომაგნეტიკის ორი ფერომაგნიტური ნაწილი უბრალოდ აკომპენსირებს ერთმანეთს, კომპენსაციის წერტილი ეწოდება. მასალები ავლენენ ფერომაგნიტურ თვისებებს, როდესაც გაუწყვილებელი ელექტრონების სპინების წყობა პარალელურია. ანტიფერომაგნიტური თვისება იმ შემთხვევაში ვლინდება, როდესაც მათი წყობა ანტიპარალელულია, ხოლო ფერიმაგნიტური თვისება მაშინ მჟღავნდება, თუ სპინების განლაგება ორი მიმართულებით არათანაბრად ანტიპარალელურია, ან თუ სპინები დახრილია. ამრიგად, ფერომაგნიტური, ფერიმაგნიტური და სუსტი ფერომაგნიტური გადასვლები დაკავშირებულია მაგნიტური მომენტის ცვლილებასთან, მაშინ როცა ანტიფერომაგნიტური გადასვლებისას მაგნიტური მომენტის ცვლილება ნულოვანია.
Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 577 (Definitions of terms relating to phase transitions of the solid state (IUPAC Recommendations 1994)) on page 585